მომსახურების პირობები

 

ბოლო განახლების თარიღი:

17.02.2022 წელი

 

შეთანხმება მომსახურების შესახებ

 

ერთის მხრივ, შპს „ელექტრა“ („electra.ge“-ს პლატფორმა “ელექტრა”ს ან/და პლატფორმა „ელექტრა“-ს ადმინისტრატორი), შემდგომში „კომპანია“ და მეორეს მხრივ, electra.ge პლატფორმა “ელექტრა”ს ან/და პლატფორმა „ელექტრა“-ს მოსარგებლე, შემდგომში „მოსარგებლე“, ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, პლატფორმა “ელექტრა”ზე რეგისტრაციისთანავე,  თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.      წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ 2006 წლის 30 აგვისტოს საქართველოს  ენერგეტიკის მინისტრის N77 ბრძანებით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

1.2. პლატფორმა „ელექტრა“ წარმოადგენს ადგილს (ელექტრონულ პლატფორმას) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის განცხადებებისთვის, ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების მიღმა.

1.3. შპს „ელექტრა“-ს საქმიანობა პლატფორმა „ელექტრა“-ს ნაწილში განიხილება, როგორც საშუამავლო საქმიანობა ელექტროენერგიის მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების მიღმა და რეგულირდება მომსახურების წინამდებარე შეთანხმებით.

1.4. შპს „ელექტრა“-ს საქმიანობა პლატფორმა „ელექტრა“-ს ნაწილში არ მოიცავს ელ.ენერგიით ვაჭრობის საქმიანობას, იგი წარმოადგენს მხოლოდ საშუამავლო საქმიანობას, რომლის მიზანს წარმოადგენს ერთმანეთთან დააკავშიროს ელექტროენერგიის მყიდველი და გამყიდველი. შპს „ელექტრა“ არ წარმოდგენს კვალიფიციურ საწარმოს.

1.5. შპს „ელექტრა“-ს საქმიანობა პლატფორმა „ელექტრა“-ს ნაწილში არ წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას.

1.6.      პლატფორმა “ელექტრა”ზე რეგისტრაციით მოსარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, მისთვის მისაღებია ამ შეთანხმების თითოეული პუნქტი და აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ აქვს.

1.7.      პლატფორმა “ელექტრა” წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, მაშასადამე, პლატფორმა “ელექტრა” და მასზე განთავსებული ნებისმიერი პროგრამული საშუალება დაცულია საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებებით.

 

მუხლი 2. შეთანხმების საგანი და არსებითი პირობები

2.1. წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურებით სარგებლობაზე ნების გამოხატვით მოსარგებლე სრულებით ეთანხმება შეთანხმების თითოეულ პირობას, თანხმობის დაფიქსირებისთანავე.

2.2. შეთანხმების პირობების შესაბამისად, მოსარგებლის მიერ პლატფორმა „ელექტრა“-ს მეშვეობით ელექტროენერგიის გაყიდვის ან/და ყიდვის განცხადებების შექმნის, დაწყვილების და მეწყვილის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების მიზნებისთვის, მას შემდეგ, რაც მოსარგებლე გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, პლატფორმა „ელექტრა“ უზრუნველყოფს მოსარგებლეებისთვის - ელექტროენერგეტიკულ სექტორში მოქმედი და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ რეგისტრირებული კვალიფიციური საწარმოების (ელექტროენერგიის მყიდველები და გამყიდველები) მიერ კონკრეტული საანგარიშო პერიოდებისთვის ელ.ენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განცხადებების შექმნას და ანონიმურ გამოქვეყნებას ერთიან სივრცეში, მათი ვიზუალიზაციისა და თანმხვედრი ინტერესის მქონე განცხადებების გამოვლენისა და დაწყვილების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

2.3. წინამდებარე მომსახურების პირობებზე თანხმობის და „ელექტრა“-ს პლატფორმის სრულფასოვანი გამოყენების უფლება გააჩნიათ მხოლოდ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ რეგისტრირებულ, მოქმედ კვალიფიციურ საწარმოებს ან/და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს (მათ შორის სავაჭრო წარმომადგენლებს). (2020/12/29)  

2.4. სარეგისტრაციო პროცედურების დასრულების, ელ.ფოსტის მისამართის და მობილური ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციის დასტურის შემდეგ, მოსარგებლისთვის “electra.ge”-ის პლატფორმა “ელექტრა” ხელმისაწვდომი ხდება გამოყენებისათვის.  მოსარგებლე, “electra.ge“-ის პლატფორმა “ელექტრა”ზე შესასვლელად უთითებს მის მიერ ვერიფიცირებული ელ.ფოსტის მისამართს და პაროლს (თავდაპირველად, მოსარგებლეს ელ.ფოსტაზე ეგზავნება დროებითი პაროლი, რომელიც რეკომენდირებულია, რომ გამოიცვალოს). ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებების შექმნა მოსარგებლისთვის შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე.2.5. მოსარგებლის მიერ შექმნილი განცხადების თანმხვედრი ინტერესის მქონე განცხადებ(ებ)ის გამოვლენისა და დაწყვილების შესაძლებლობის გამოვლენისთანავე დაწყვილებული განცხადებების ავტორებს (მოსარგებლეებს) ეგზავნებათ ტექსტური შეტყობინება მათი განცხადებ(ებ)ის დაწყვილების შესახებ, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

  1. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის საანგარიშო პერიოდი;
  2. ელექტროენერგიის რაოდენობა;
  • ელექტროენერგიის ფასი;
  1. პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურების საფასურის ინვოისს.

 

2.5.1. განცხადებების დაწყვილების შესახებ ტექსტურ შეტყობინებასთან ერთად შესაბამის მოსარგებლეებთან ასევე იგზავნება ინვოისი პლატფორმა “ელექტრა”ს მომსახურების ანაზღაურების მიზნით (პლატფორმა “ელექტრა”ს მომსახურების საფასურების გამოთვლის წესი იხ. წინამდებარე პირობების მე-8.3. პუნქტში).

 

2.5.2. ინვოისში მითითებული მომსახურების სრულყოფილად ანაზღაურების შემდეგ, დაწყვილებული განცხადების ავტორები (მოსარგებლეები) მიიღებენ ინფორმაციას მათ განცხადებასთან დაწყვილებული განცხად(ებ)ის ავტორ(ებ)ის (მოსარგებლ(ეებ)ის რეკვიზიტების შესახებ) და ექნებათ შესაძლებლობა გააფორმონ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაწყვილებულ განცხადებაში ასახული პირობების შესაბამისად.

2.6 თუ მოსარგებლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის პირად კაბინეტზე შესასვლელი მონაცემები იქნა დაკარგული, მოპარული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად გამოყენებული მესამე პირის მიერ, მოსარგებლე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას. მოსარგებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს თანმდევ შედეგებზე და სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ასეთ მოსარგებლეს.

2.7. დაწყვილების შემდგომ, შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის, დაწყვილებული მხარეების ანონიმურობისა და კონფიდენციალობის დაცვით, გამოქვეყნებული იქნება ინფორმაცია დაწყვილებული განცხადებების შესახებ (დაწყვილების ფასი, დაწყვილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, დაწყვილების თარიღი და დრო).

მუხლი 3. ელექტროენერგიის გაყიდვის და ყიდვის განცხადებები

3.1. დაწყვილების მეთოდი

პლატფორმა „ელექტრა“-ზე მოსარგებლეების მიერ შექმნილი ელექტროენერგიის ყიდვის და გაყიდვის განცხადებები წყვილდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ჭრილში, ამასთან - უწყვეტ რეჟიმში.

 

3.2ელექტროენერგიის ყიდვის განცხადების შექმნა

3.2.1სავალდებულოდ შესავსები და მოსანიშნი პოზიციები:

  1. i) შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა [რაოდენობაკვტ.სთ];
  2. ii) შესასყიდი ელექტროენერგიის ერთეულის ფასი [ერთეულის ფასითეთრი/კვტ.სთ], დღგ-ს გარეშე;
  1. iv) მყიდველის საქმიანობის სახეობა; [ყიდვის განცხადებას აქვეყნებთ როგორც - ექსპორტიორი ან პირდაპირი მომხმარებელი ან საბითუმო მიმწოდებელი ან განაწილების ლიცენზიატი ან მწარმოებელი]. (2020/12/02)

3.2.2. ასარჩევი პოზიციები:

  1. i) შესასყიდი ელექტროენერგიის მინიმალური სახელშეკრულებო რაოდენობა [მინიმალური რაოდენობაკვტსთ];

3.2.3. ყიდვის განცხადების შექმნა შესაძლებელია ასარჩევი პოზიციით განსაზღვრული პირობების გარეშეც.

3.3. ელექტროენერგიის გაყიდვის განცხადების შექმნა

3.3.1სავალდებულოდ შესავსები და მოსანიშნი პოზიციები:

  1. i) გასაყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა [რაოდენობაკვტ.სთ];
  2. ii) გასაყიდი ელექტროენერგიის ერთეულის ფასი [ერთეულის ფასითეთრი/კვტ.სთ], დღგ-ს გარეშე;
  1. iv) გამყიდველის საქმიანობის სახეობა [გაყიდვის განცხადებას აქვეყნებთ როგორც - იმპორტიორი ან საბითუმო მიმწოდებელი ან მწარმოებელი]. (2020/12/2)

3.3.2. ასარჩევი პოზიციები:

  1. i) გასაყიდი ელექტროენერგიის მინიმალური სახელშეკრულებო რაოდენობა [მინიმალური რაოდენობაკვტსთ] ;

3.3.3. გაყიდვის განცხადების შექმნა შესაძლებელია ასარჩევი პოზიციებით განსაზღვრული პირობების გარეშეც.

 

მუხლი 4.  ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განცხადებების დაწყვილების ლოგიკა და პირობები

4.1. პლატფორმა „ელექტრა“ ურთიერთ-თავსებადი ინტერესის მქონე ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განცხადებებს მოძებნის და დააწყვილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების და ინტერესების დაცვით, შემდეგი რიგითობით:

  1. I) საანგარიშო პერიოდის თანხვედრა;
  2. II) ელექტროენერგიის ფასის ინტერესის ურთიერთთავსებადობა;
  3. III) ელექტროენერგიის რაოდენობა;
  4. IV) მოქმედი ბაზრის წესებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინება მხოლოდ დასაწვილებელ მხარეებთან მიმართებაში;
  5. V) წინამდებარე პირობების მე-3 მუხლის3.2.2., 3.2.3. და 3.3.2., 3.3.3. პუნქტებით განსაზღვრული პირობების ურთიერთთავსებადობა.

4.1.1. ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის გაცხადებების დაწყვილება განცხადებული ფასის სიდიდის მიხედვით:

4.1.1.1. ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განცხადებები დაწყვილდება განცხადებული ფასის სიდიდის მიხედვით, რომელიც საანგარიშო პერიოდის თანხვედრის შემდეგ წარმოადგენს დაწყვილების პირველი რიგის პრიორიტეტულობას და იგი დამოკიდებულია გასაყიდი და შესასყიდი ელექტროენერგიის განცხადებული ფასების სიდიდეებზე.

4.1.1.2. ელექტროენერგიის ყიდვის განცხადება პირველ რიგში დაუწყვილდება იმ მყიდველს, რომელსაც განცხადებული აქვს ელექტროენერგიის შესყიდვა ყველაზე ძვირ ფასად. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის რამდენიმე მყიდველს განცხადებული აქვთ ელექტროენერგიის შესყიდვა იდენტური სიდიდის ყველაზე ძვირ ფასად, დაწყვილებისას პრიორიტეტულობა მიენიჭება ყიდვის იმ განცხადებებს, რომლებიც დროში უფრო ადრე იყო შექმნილი. თანხვედრილი სიდიდის ფასის განცხადებები აგრეთვე დაწყვილდება.

4.1.1.3. საპირისპიროდ, ელექტროენერგიის გაყიდვის განცხადება პირველ რიგში დაუწყვილდება იმ გამყიდველს, რომელსაც განცხადებული აქვს ელექტროენერგიის გაყიდვა ყველაზე იაფ ფასად. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის რამდენიმე გამყიდველს განცხადებული აქვთ ელექტროენერგიის გაყიდვა იდენტური სიდიდის ყველაზე იაფ ფასად, დაწყვილებისას პრიორიტეტულობა მიენიჭება გაყიდვის იმ განცხადებებს, რომლებიც დროში უფრო ადრე იყო შექმნილი. თანხვედრილი სიდიდის ფასის განცხადებები აგრეთვე დაწყვილდება.



4.1.2. ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის  გაცხადებების დაწყვილება განცხადებული რაოდენობების მიხედვით:

4.1.2.1. ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის დაწყვილებული გაცხადებები, დაწყვილდება განცხადებული ყიდვისა და გაყიდვის რაოდენობებს შორის უმცირესი ან თანხვედრილი სიდიდით, განცხადებული მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით.

4.1.2.2. ყიდვის განცხადება წყვილდება არასრული რაოდენობითაც, თუმცა არანაკლებ განცხადებული მინიმალური რაოდენობისა (იმ შემთხვევაში თუ, გამყიდველი განცხადების დადებისას არ დააფიქსირებს მინიმალურ რაოდენობას, მინიმალური რაოდენობა მიიჩნევა 0-ის ტოლად).

4.1.2.3. გაყიდვის განცხადება წყვილდება არასრული რაოდენობითაც, თუმცა არანაკლებ განცხადებული მინიმალური რაოდენობისა. (იმ შემთხვევაში თუ, მყიდველი განცხადების დადებისას არ დააფიქსირებს მინიმალურ რაოდენობას, მინიმალური რაოდენობა მიიჩნევა 0-ის ტოლად).

4.1.3.  ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის დაწყვილებული რაოდენობები, დაწყვილდება დაწყვილებულ ფასად, რომელიც შეიძლება იყოს ტოლი ან უმჯობესი დროში უფრო ადრე დადებულ ყიდვის ან გაყიდვის განცხადის ფასზე.

 

4.2. პლატფორმა „ელექტრა“ ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განცხადებებს არ დააწყვილებს:

4.2.1.  იმ შემთხვევაში თუ, ელეტროენერგიის ყიდვის და გაყიდვის განცხადებები შექმნილია ერთიდაიგივე კვალიფიციური საწარმოს მიერ  (პლატფორმა „ელექტრა“, საკუთარ განცხადებასთან არ დაგაწყვილებთ);

4.2.2. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დაწესებული რიგი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ:

4.2.2.1. ელექტროენერგიის გაყიდვის განცხადება შექმნილია საბითუმო მიმწოდებლის მიერ, აღნიშნული განცხადება, ყიდვის ნაწილში, არ დაწყვილდება სხვა საბითუმო მიმწოდებლის და განაწილების ლიცენზიატის ყიდვის განცხადებებთან;

4.2.2.2  ელექტროენერგიის ყიდვის განცხადება დადებულია საბითუმო მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ, აღნიშნული განცხადებები, გაყიდვის ნაწილში, არ დაწყვილდება სხვა საბითუმო მიმწოდებლის გაყიდვის განცხადებებთან;

4.2.3. ყიდვის ან გაყიდვის განცხადებების არასრული რაოდენობით დაწყვილების შემდგომ:

4.2.3.1. ყიდვის განცხადება, განცხადებების პანელზე, წარმოდგენილია ნარჩენი რაოდენობით, რომელიც ნაკლებია შესაბამისი განცხადებით განსაზღვრულ მინიმალურ რაოდენობაზე [ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლემ „სარჩევში“, „ჩემი მიმდინარე განცხადებები“-ს პანელის ფუნქციონალის გამოყენებით უნდა გააუქმოს შესაბამისი ყიდვის განცხადება];

4.2.3.2. გაყიდვის განცხადება, განცხადებების პანელზე, წარმოდგენილია ნარჩენი რაოდენობით, რომელიც ნაკლებია შესაბამისი განცხადებით განსაზღვრულ მინიმალურ რაოდენობაზე [ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლემ „სარჩევში“, „ჩემი მიმდინარე განცხადებები“-ს პანელის ფუნქციონალის გამოყენებით უნდა გააუქმოს შესაბამისი გაყიდვის განცხადება];

4.2.4. იმ შემთხვევაში, თუ ყიდვის ან გაყიდვის განცხადებები არ არიან ურთიერთ-თავსებადნი, შესაბამისად 3.2.2. და 3.3.2. პუნქტებით განსაზღვრულის არჩევითი პირობებით.

მუხლი 5.  განცხადებების დაკმაყოფილება და გაუქმება

5.1. ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადების სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების (განცხადების დაწყვილების) შემდეგ, შესაბამისი განცხადების ავტორებს ეგზავნებათ:

 შეტყობინება განცხადების დაკმაყოფილების (დაწყვილების) შესახებ, და  ინვოისი პლატფორმა “ელექტრა”ს მომსახურების ანაზღაურების მიზნით.

5.2. შეტყობინება განცხადების დაკმაყოფილების (დაწყვილების) შესახებ შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

5.2.1 განცხადების დაკმაყოფილების (დაწყვილების) დეტალები:

  1. დაკმაყოფილებული (დაწყვილებული) განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი;
  2. გასაყიდი (შესასყიდი) ელექტროენერგიის ოდენობა;
  • ელექტროენერგიის ფასი;
  1. საერთო ღირებულება (ფიქსირებული ფასით შეძენის შემთხვევაში).

5.2.2. პლატფორმა “ელექტრა”ს მომსახურების საფსური გამოითვლება დაწყვილებული განცხადების კვტსთ-ების რაოდენობის შესატყვისი თანხით (ლარი), რაც შეადგენს ნავაჭრი (დაკმაყოფილებული განცხადების შესაბამისად გაყიდული/შესყიდული) ელექტროენერგიის რაოდენობისა (კვტსთ) და მომსახურების ფასის სიდიდის (ლარი/კვტსთ) ნამრავლის შედეგად მიღებულ სიდიდეს (ლარი) [ლარი = კვტსთ x ლარი/კვტსთ]. უფრო დეტალურად პლატფორმა “ელექტრა”ს მომსახურების საფასურების შესახებ იხ. მე-8 მუხლის 8.3 პუნქტი

5.3. (მოსარგებლეების) მიერ ვებგვერდის მომსახურების გადახდის შემდეგ, დაწყვილებული განცხადებით შეძენილი/გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ აისახება პლატფორმა „ელექტრა“-ს „ჩემი განცხადებების არქივი“-ს უწყისში, სტატუსით: „შესრულებულია“, ხოლო მეწყვილე მხარეებს, პლატფორმა „ელექტრა“ რეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართზე, უგზავნის შემდეგი შინაარსის შეტყობინებებს:

5.3.1. მყიდველის შემთხვევაში:

ელექტროენერგიის ყიდვის განცხადება დაკმაყოფილდა.

საანგარიშო პერიოდი:

რაოდენობა:

ფასი:

საერთო ღირებულება (ფიქსირებული ფასით შეძენის/გაყიდვის შემთხვევაში):

გამყიდველი

ორგანიზაცია:

წარმომადგენელი:

ტელეფონის ნომერი:     „

5.3.2. გამყიდველის შემთხვევაში:

ელექტროენერგიის გაყიდვის განცხადება დაკმაყოფილდა.

საანგარიშო პერიოდი:

რაოდენობა:

ფასი:

საერთო ღირებულება(ფიქსირებული ფასით შეძენის/გაყიდვის შემთხვევაში):

მყიდველი

ორგანიზაცია:

წარმომადგენელი:

ტელეფონის ნომერი:   

5.5. განცხადებული განცხადების პლატფორმა „ელექტრა“-ს მიერ დაწყვილებამდე, მოსარგებლეს შეუძლია გააუქმოს მის მიერ შექმნილი განცხადება, რის შედეგადაც „ჩემი მიმდინარე განცხადებები“-ს უწყისი აღარ შეინახავს შესაბამისი განცხადების შესახებ ინფორმაციას, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია აისახება „ჩემი განცხადებების არქივი“-ს უწყისში, სტატუსით: „გაუქმებულია“.

5.7. პლატფორმა „ელექტრა“ არ იძლევა დადებული განცხადების პარამეტრების (ფასი, რაოდენობა, საქმიანობის სახეობა, მინიმალური რაოდენობა) ცვლილების საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე გადაწყვეტს განცხადების რომელიმე პარამეტრის ცვლილებას მას შეუძლია გააუქმოს თავის განცხადება და ატვირთოს ახალი განცხადება შეცვლილი პარამეტრებით. უკვე დაწყვილებული განცხადების გაუქმება შეუძლებელია.

 

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობები და უფლება-მოვალეობანი

6.1. კომპანია:

6.1.1. კომპანია პასუხისმგებელია პლატფორმა „ელექტრა“-ს მიერ მოსარგებლის მიერ შექმნილი ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებების დაწყვილებაზე, დაწყვილების ლოგიკისა და პირობების შესაბამისად.

6.1.2. დაწყვილებული განცხადების მოსარგებლების მიერ პლატფორმა “ელექტრა”ს მომსახურების სრულყოფილად ანზღაურების შემდეგ კომპანია პასუხისმგებელია  შესაბამისი მოსარგებლეებისთვის  მეორე მხარის საკონტაქტო მონაცემების წარდგენაზე ამ პირობების მე-5 მუხლის 5.3.1 პუნქტის და 5.3.2. პუნქტების შესაბამისად;

6.1.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, პლატფორმა „ელექტრა“-ს მეშვეობით შექმნილი და დაწყვილებული განცხადებებით განსაზღვრული ელექტროენერგიის რაოდენობების თაობაზე პირდაპირი ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციაზე.

6.1.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პლატფორმა „ელექტრა“-ს მეშვეობით შექმნილი განცხადებებით ელექტროენერგიის განცხადებული რაოდენობების უზრუნველყოფაზე და კეთილსინდისიერებაზე.

6.1.5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პლატფორმა „ელექტრა“-ს მეშვეობით დაწყვილებული ელექტროენერგიის გამყიდველსა და მყიდველს შორის ურთიერთობებზე, შემდგომ ხელშეკრულების დადებაზე ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილ შესრულებაზე.

6.2. მოსარგებლე:

6.2.1. მოსარგებლე ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების საფასური, მის (მოსარგებლის) მიერ პლატფორმა „ელექტრა“-ზე შექმნილი ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი მოცულობით დაწყვილებისთვის, სხვა განცხადებული პირობების გათვალისწინებით და სათანადო მეწყვილის წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემების შეტყობინებისთვის, წინამდებარე მომსახურების პირობების შესაბამისად.  

6.2.2. წინამდებარე მომსახურების პირობებზე დათანხმებით მოსარგებლე (ელექტროენერგიის მყიდველი ან/და გამყიდველი) იღებს ვალდებულებას მასზედ, რომ მის მიერ პლატფორმა „ელექტრა“-ზე შექმნილი ელ.ენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებების დაწყვილების შემთხვევაში, იგი (მოსარგებლე) მეწყვილე კვალიფიციური საწარმოს გაუფორმებს ელექტროენერგიის პირდაპირ ხელშეკრულებას სათანადო საანგარიშო პერიოდში, დაწყვილებული ელეტროენერგიის რაოდენობაზე, დაწყვილებულ ფასად და განცხადებული ურთიერთ-თავსებადი სხვა პირობების დაცვით:

6.2.2.1. ელეტროენერგიის მიწოდებაზე - როდესაც მოსარგებლე წარმოადგენს ელექტროენერგიის გამყიდველს;

6.2.2.2. ელექტროენერგიის შესყიდვაზე - როდესაც მოსარგებლე წარმოადგენს ელექტროენერგიის მყიდველს.

6.2.3. ამ მუხლის 6.2.2. პუნქტის შესაბამისად, მეწყვილე კვალიფიციურ საწარმოებს შორის სათანადო საანგარიშო პერიოდში გაფორმებული/გასაფორმებელი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დისპეტჩერიზაციის ლიცენზიტის მიერ დადგენილ ვადებში, დადგენილი წესით რეგისტრაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მოსარგებლეებს.

6.2.4. დაწყვილების შემდგომ, მეწყვილე კვალიფიციური საწარმოები მხოლოდ ურთიერთ-შეთანხებით არიან უფლებამოსილნი გააფორმონ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაწყვილებულისგან განსხვავებული რაოდენობით, ფასით და სხვა პირობებით, თუმცა ეს მომენტი არ შეცვლის მეწყვილე მხარეების მიერ კომპანიისთვის უკვე ანაზღაურებული მომსახურების საფასურის რაოდენობას (ლარი). 

6.2.5. განცხადებული და დაწყვილებული ელექტროენერგიის რაოდენობების შემდგომი უზრუნველყოფა და მასზე ანგარიშსწორება ეკისრებათ თავად მოსარგებლეებს, შესაბამისად ელექტროენერგიის გამყიდველებსა და მყიდველებს.

6.2.6. რადგანაც პლატფორმა „ელექტრა“-ზე ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებების დაწყვილება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, მოსარგებლე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი და პასუხისმგებელნი არიან მასზედ, რომ მათ მიერ შექმნილი ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ღია (დაუწყვილებელი) განცხადებები არ დაწყვილდეს დროში სათანადო საანგარიშო პერიოდის დასრულების მომენტამდე იმდენად ახლოს, რომ შეუძლებელი გახდება მეწყვილე კვალიფიციური საწარმოების მიერ 6.2.2. და 6.2.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების (მათ შორის პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან მოქმედი ბაზრის წესებით განსაზღვრულ ვადებში რეგისტრირება) შესრულება, საკმარისი დროის უქონლობის მიზეზით.

6.2.7. კონკრეტული საანგარიშო პერიოდებისთვის, 6.2.6 პუნქტით გათვალისწინებული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, მოსარგებლე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან თავად დროულად (კვალიფიციური საწარმოს შეხედულების შესაბამისად) გააუქმონ ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის მათი მიმდინარე (ღია ანუ დაუწყვილებელი) განცხადებები, რათა არ მოხდეს მათი,  მეწყვილეებისთვის დროის არა სასურველ მომენტში დაწყვილება.       

 

მუხლი 7. მოსარგებლის რისკები და დამატებითი პასუხისმგებლობებიკომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

7.1. კომპანიას არც ერთ შემთხვევაში არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის მოსარგებლის შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე. პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა არ ეხება ზიანს, რომელიც გამოწვეულია კომპანიის განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან უხეში გაუფრთხილებლობის  შედეგად.

7.2. კომპანიას არ აკისრია პასუხისმგებლობა მოსარგებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის სისწორეზე, გაგზავნის დაგვიანებაზე ან მოუსვლელობაზე, შეცდომებსა ან დანაკარგზე, აგრეთვე სერვერის ვირუსებსა ან სხვა სახის დაბინძურებებზე, დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელიც გადაეცა მოსარგებლის კომპიუტერულ სისტემას electra.ge-ის პლატფორმა “ელექტრა”თი სარგებლობისას.

7.3. წინამდებარე შეთანხმების პირობებზე თანხმობით, მოსარგებლე თანახმაა, გაათავისუფლოს კომპანია ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მოსარგებლის მიერ მესამე პირის ინფორმაციის ან პლატფორმა “ელექტრა”ს გამოყენებისას.

7.4. კომპანია არაა პასუხისმგებელი არაპირდაპირ დანაკარგზე, შედეგობრივ დანაკარგზე, მონაცემების დაკარგვაზე, შემოსავლის ან სარგებლის დაკარგვაზე, საკუთრების დანაკარგზე ან დაზიანებაზე და/ან მესამე პირის მოთხოვნის გამო დანაკარგზე, რომელიც წარმოქმნება კომპანიის პლატფორმა “ელექტრა”ს გამოყენებისას ან კომპანიის მომსახურების შეძენისას.

7.5. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ გადადგა ყველა გონივრული ნაბიჯი ინტერნეტ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და მოსარგებლის მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევის დადგომისას, როდესაც კომპანიის კომპიუტერულ სერვერებზე შესაძლებელია მოხდეს არა ავტორიზებული პირების წვდომა.

7.6. მოსარგებლის მიერ შექმნილი ელექტროენერგიის ყიდვისა ან/და გაყიდვის განცხადების შემადგენლობაზე:

ა) ელექტროენერგიის რაოდენობა;

ბ) ელექტროენერგიის ფასი;

გ) საქმიანობის სახე;

დ) მინიმალური რაოდენობა;

სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს. მოსარგებლის მიერ არაკეთილსინდისიერი მიზნებისათვის ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადების შექმნისა და გამოყენების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მოსარგებლეს, მათ შორის, ნებისმიერი იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც გამოიწვია მისმა (მოსარგებლის) ასეთმა ქმედებამ ასეთ განცხადებასთან დაწყვილებული სხვა მოსარგებლის მიმართ, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოსარგებლეს დაეკისრება დაზარალებული მოსარგებლის მიერ სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში და ასეთ სიტუაციაში კომპანია, სასამართლო დავის შემთხვევაში დაზარალებულ მოსარგებლეს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას ამ კონკრეტული დაწყვილების თაობაზე, ოფიციალურად - წერილობითი ფორმით.

7.7. დაწყვილებული განცხადების მეწყვილე მხრიდან ნებისმიერი სახის პრეტენზია მოსარგებლემ თავად უნდა გაარკვიოს.

7.8. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან მოსარგებლის ელექტროენერგეტიკულ ქსელში ჩართულობაზე ან ელექტროენერგეტიკული ქსელის გამტარუნარიანობაზე ან განცხადებული ყიდვის ან გაყიდვის მოსარგებლეების მიერ განცხადებული რაოდენობების შესაბამისად მოხმარებასა და წარმოებაზე, აგრეთვე უზრუნველყოფაზე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ დამატებით ნებართვებზე, რომლებიც შესაძლებელია ესაჭიროებოდეთ მოსარგებლე კვალიფიციურ საწარმოებს ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლებამოსილების განხორცილებისთვის. მოსარგებლე იღებს ამ უკანასკნელ რისკს, შესაბამისად, კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება განცხადებული ენერგიის რაოდენობის ადრესატი მოსარგებლეებისთვის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფაზე.

მუხლი 8. ანგარიშსწორების წესი და პირობები

8.1. პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება თითოეული მომხმარებლის მიერ მათ მიერ ატვირთული განცხადების დაწყვილების შემდეგ. ელექტროენერგიის გაყიდვის და ყიდვის განცხადებების დაწყვილების შემდეგ, განცხადებების ავტორებს მისდით შეტყობინება პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც შეიცავს სპეციალურ ლინკს შესაბამისი ინვოისზე გადასვლის მიზნით. დაწყვილებული განცხადების ერთ-ერთი ავტორის მიერ ინვოისით გათვალისწინებული  თანხის სრულყოფილად ანაზღაურების შემდეგ, მასთან მიდის შეტყობინება, რომლითაც დასტურდება მის მიერ მომსახურების ანაზღაურების ფაქტი და ასევე ეცნობება, რომ მასთან დაწყვილებული განცხადების ავტორის მიერ მომსახურების თავისი ნაწილის გადახდის შემდეგ მას გაეგზავნება დაწყვილებული განცხადების ავტორის რეკვიზიტები ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. პარალელურად, დაწყვილებული განცხადების ერთ-ერთი ავტორის მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემდეგ, მეორე განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება, რომლითაც ეცნობება, რომ მისი მეწყვილის მიერ უკვე ანაზღაურებულია მომსახურების საფასური და პროცესის გაგრძელების მიზნით საჭიროა მის მიერაც დადგენილ ვადაში განხორციელდეს მომსახურების თავისი ნაწილის სრულყოფილად გადახდა.

8.2 დაწყვილებული განცხადებების ორივე ავტორის (ელექტროენერგიის გამყიდველი და მყიდველი) მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემდეგ მათ ეგზავნებათ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დაწყვილებული განცხადების პირობების შესაბამისად გააფორმონ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

8.3 იმ შემთხვევაში, თუ ორივე ან ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება მომსახურების საფასურის ანაზღაურება დადგენილ ვადაში (სამი სამუშაო დღე) და დადგენილი ოდენობით (ინვოისში მითითებული მოცულობის შესაბამისად) დაწყვილებული განცხადებები უქმდება, ხოლო გადახდილი მომსახურების საფასური (იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიხადა საფასური) უბრუნდება გადამხდელს.

8.4 ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებების პლატფორმა „ელექტრა“-ს მიერ დაწყვილების შემდგომ, კომპანია არ არის ვალდებული დაუბრუნოს მოსარგებლეს დაწყვილებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესატყვისი მომსახურების საფასური, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო დაწყვილებულ მხარეებს შორის ვერ ან არ გაფორმდა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულება.

8.2. მომსახურების ანაზღაურება

8.2.1. მომსახურების ანაზღაურება შესაძლებელია ინვოისის საფუძველზე.

8.2.2. იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში არ არის მითითებული ინვოისის ნომერი, კომპანია უფლებამოსილია, თანხა დაუბრუნოს თანხის გადამხდელს.

8.3. მომსახურების საფასურის გამოთვლა

8.3.1. კომპანიის მომსახურების საფასური ელექტროენერგიის შემსყიდველი და გამყიდველი მოსარგებლეების მიერ გადაიხდება მხოლოდ მათ მიერ შექმნილი განცხადებების დაწყვილების მომენტში და გამოითვლება თითოეულ დაწყვილებულ კვტსთ-ზე, 0,01 თეთრის ოდენობით. [ინფორმაცია დაწყვილებული განცხადების შესახებ, ელექტროენერგიის დაწყვილებული რაოდენობის მითითებით, მოყვანილია პლატფორმა „ელექტრა“-ზე „ჩემი განცხადებების არქივი“-ს უწყისში]

8.3.2. მომსახურების ფასი შეადგენს 0,0005 ლარს (0.05 თეთრს) ყოველ კვტ/სთ-ზე.

[პლატფორმა „ელექტრა“-ზე მოსარგებლის ბალანსის (თანხა) შესატყვისი სავაჭრო ელექტროენერგიის რაოდენობის (კვტ/სთ) სანიმუშო მაგალითები:

0,0005 ლარი = 1 კვტ/სთ

0,005 ლარი = 10 კვტ/სთ

0,05 ლარი = 100 კვტ/სთ

0,5 ლარი = 1 000 კვტ/სთ

5 ლარი = 10 000 კვტ/სთ

50 ლარი = 100 000 კვტ/სთ

500 ლარი = 1 000 000 კვტ/სთ

5 000 ლარი = 10 000 000 კვტ/სთ

50 000 ლარი = 100 000 000 კვტ/სთ

500 000 ლარი = 1 000 000 000 კვტ/სთ]

მუხლი 9. ფორს-მაჟორი (დაუძლეველი ძალა)

9.1. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
9.2. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების დადების დროს და რომელთა დადგომა, თუ ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ.
 9.2.1. დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), აფეთქებები (მათ შორის ტერორისტული თუ დივერსიული აქტები), საომარი მოქმედებები (მათ შორის სამოქალაქო არეულობები და გაფიცვები), პანდემია, ხელისუფლების ისეთი აქტები, რაც არსებითად აფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სხვა.

9.3. დაუძლეველი ძალის პირობებში, კომპანია პასუხს არ აგებს მომსახურების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია ქმედებებით, რომელიც სცდება მისი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, მათ შორის ბუნებრივი მოვლენების ან სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული შედეგები.

9.4. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მიიღო ერთი და იგივე ან მსგავსი შეკვეთა ერთდროულად რამდენიმე მოსარგებლისგან და მას ხელი შეეშალა მისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში, ფორს-მაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რომელი შეკვეთა შეასრულოს და რა მოცულობით.

მუხლი 10. დავის წარმოშობა და მისი გადაწყვეტის წესი


10.1. მხარეთა შორის წარმოშობილი დავები შესაძლებელია გადაწყდეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.

10.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკების საფუძველზე დავის გადაწყვეტას, მაშინ ნებისმიერი დავა მხარეთა შორის განხილულ იქნება  საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 11. კონფიდენციალურობა

11.1 კომპანია და მოსარგებლე თანხმდებიან შემდეგზე: ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ გამჟღავნდება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მესამე პირებზე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.2. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს დაიცვას მის მიერ მიღებული მეორე მხარის ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია. მიმღები მხარე უფლებამოსილია გაამჟღავნოს ასეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მის თანამშრომლებთან, წარმომადგენლებთან, ქვეკონტრაქტორებთან ან სხვა მასთან დაკავშირებულ პირებთან, რომელთაც სჭირდებათ ასეთი ინფორმაცია მიმღები მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

11.3 თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ თანამშრომლებმა, წარმომადგენლებმა, ქვე-კონტრაქტორებმა ან სხვა მასთან დაკავშირებულმა პირებმა შეასრულონ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები, როგორც შეასრულებდა ამას ამ ხელშეკრულების მხარე.

 

მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

12.1. თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ორმხრივი კეთილი ნებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების შესაბამისად.

12.2. შეთანხმების ცალკეული პუნქტის ბათილობა არ იწვევს შეთანხმების დანარჩენი პუნქტის ბათილობას.

12.3. წინამდებარე შეთანხმების პირობები წარმოადგენს კომპანიასა და მოსარგებლეს შორის არსებულ მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი.

12.4. წინამდებარე შეთანხმების პირობებსა და პლატფორმა “ელექტრა”ზე მოცემულ სხვა პირობებსა და წესებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესად გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების პირობები.

12.5. მოსარგებლეების მიერ პლატფორმა „ელექტრა“-ზე რეგისტრაციისა და კომპანიის მომსახურების გამოყენებით, მოსარგებლე ადასტურებს, რომ იგი (მოსარგებლე) სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თითოეულ პირობას.

12.7. სათანადო მიმართვის შემთხვევაში პლატფორმა „ელექტრა“-ს ადმინისტრატორი, პლატფორმა „ელექტრა“-ზე დაარეგისტრირებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებს ან/და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს (მათ შორის სავაჭრო წარმომადგენლებს) და უზრუნველყოფს პლატფორმა „ელექტრა“-ზე მათ მიერ სათანადო განცხადებების შექმნასა და გამოქვეყნებას, განსხვავებულად და წინამდებარე მომსახურების შეთანხმების 8.3.3. პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვრული მომსახურების ფასით/საფასურით. (2020/12/29)   

12.8. 2021 წლის 1 აპრილამდე დროის პერიოდში, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, დასაშვებია პლატფორმა „ელექტრა“-ს ადმინისტრატორმა, სათანადო მინდობილობის საფუძველზე განათავსოს შპს „ელექტრა“-ს ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებები ვაჭრობაში მონაწილე შესაბამისი საწარმოს სახელით. (2021/05/01)