სახელმძღვანელო
ბოლო განახლების თარიღი: 10.09.2021 წელი
გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ მომსახურების პირობებს.
შეკითხვების და შენიშვნების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე +995599570084
რეგისტრაცია უფასოა
უწყვეტი ვაჭრობა
პლატფორმა „ელექტრა“-ს მიერ ელექტროენერგიის ყიდვის და გაყიდვის განცხადებების დაწყვილება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისად თქვენ თავად ბრძანდებით პასუხისმგებელი, რომ თქვენ მიერ დადებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადებები არ იყოს დაწყვილებისთვის ხელმისაწვდომი სათანადო საანგარიშო პერიოდის დასრულების დროის მომენტამდე იმდენად ახლოს, რომ დაწყვილების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება თქვენ მეწყვილე კვალიფიციურ საწარმოსთან პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ბაზრის წესებით დადგენილ ვადებში რეგისტრაცია.
განცხადების შექმნა
ჩვენს ვებ-გვერდზე ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადების ატვირთვა უფასოა. რეგისტრაციის შემდგომ, პლატფორმა „ელექტრა“-ზე თქვენ საშუალება გაქვთ დადოთ ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადება, ამ მიზნით უნდა გამოიყენოთ განცხადებების პანელი. თქვენ მიერ წარმატებულად ატვირთული განცხადება განთავსდება სათანადო საანგარიშო პერიოდის განცხადებების პანელზე. თქვენ მიერ დადებული ყიდვის ან/და გაყიდვის ყველა მიმდინარე (დაუწყვილებელი) განცხადება შეგიძლიათ იხილოთ სარჩევში „ჩემი მიმდინარე განცხადებები“-ს პანელზე, სადაც მითითებულია განცხადების უნიკალური ნომერი და საანგარიშო პერიოდი.
მინიმალური რაოდენობა
ელექროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის განცხადების დადების დროს გაქვთ შესაძლებლობა მიუთითოთ მინიმალური დასაწყვილებელი რაოდენობის შესახებ, რომელზე ქვემოთ არ გსურთ, რომ გააფორმოთ ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის ხელშეკრულება.
განცხადების გაუქმება
პლატფორმა „ელექტრა“-ზე თქვენ საშუალება გაქვთ გააუქმოთ ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადება, ამ მიზნით სარჩევში მყოფი „ჩემი განცხადებების პანელზე“, სათანადო განცხადების ქვეშ უნდა მონიშნოთ „გაუქმება“, შედეგად თქვენი მიმდინარე განცხადება გაუქმდება და მოიხსნება სათანადო საანგარიშო პერიოდის განცხადებების პანელიდან. პლატფორმა „ელექტრა“ ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს თქვენ მიერ დადებულ განცხადებაში ცვლილების შეტანას, შესაბამისად ჯერ უნდა გააუქმოთ განცხადება, ხოლო შემდგომ დადოთ ახალი განცხადება შეცვლილი მონაცემებით ან/და პირობებით.
განცხადების დაწყვილება
ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის დაწყვილებული გაცხადებები, დაწყვილდება კონკრეტული საანგარიშო პერიოდის ფარგლებში განცხადებული ყიდვისა და გაყიდვის რაოდენობებს შორის უმცირესი ან თანხვედრილი სიდიდით, განცხადებული მინიმალური რაოდენობის გათვალისწინებით.
ყიდვის ან/და გაყიდვის განცხადება წყვილდება არასრული რაოდენობითაც, თუმცა არანაკლებ განცხადებული მინიმალური რაოდენობისა (იმ შემთხვევაში თუ, გამყიდველი განცხადების დადებისას არ დააფიქსირებს მინიმალურ რაოდენობას, მინიმალური რაოდენობა მიიჩნევა 0-ის ტოლად).
ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის დაწყვილებული რაოდენობები, დაწყვილდება დაწყვილებულ ფასად, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი ყიდვის ან გაყიდვის იმ განცხადების ფასს, რომელიც დროში უფრო ადრე იყო დადებული. ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის დაწყვილებული რაოდენობები, დაწყვილდება დაწყვილებულ ფასად, რომელიც შეიძლება იყოს ტოლი ან უმჯობესი დროში უფრო ადრე დადებულ ყიდვის ან გაყიდვის განცხადების ფასზე.
მაგალითი:
- დადებულია ელექტროენერგიის გაყიდვის განცხადები რომლის ფასად მითითებულია „X“ თეთრი. ამის შემდეგ პლატფორმა „ელექტრა“-ზე აიტვირთა ელექტროენერგიის ყიდვის განცხადება, რომელშიც ფასი მითითებულია „X+5“ თეთრი. ამ განცხადებების სხვა აუცილებელი პირობების თანხვედრის შემთხვევაში განცხადებები დაწყვილდება და დაწყვილების ფასი იქნება „X+5“ თეთრი.
- დადებულია ელექტროენერგიის ყიდვის განცხადები რომლის ფასად მითითებულია „X“ თეთრი. ამის შემდეგ პლატფორმა „ელექტრა“-ზე აიტვირთა ელექტროენერგიის გაყიდვის განცხადება, რომელშიც ფასი მითითებულია „X-5“ თეთრი. ამ განცხადებების სხვა აუცილებელი პირობების თანხვედრის შემთხვევაში განცხადებები დაწყვილდება და დაწყვილების ფასი იქნება „X-5“ თეთრი.
განცხადების დაწყვილების შემდგომ
პლატფორმა „ელექტრა“-ს მიერ თქვენ მიერ შექმნილი განცხადების, დაწყვილების ლოგიკის და მეთოდის მიხედვით დაწყვილების შემდგომ, თქვენი განცხადება მიმდინარე განცხადებების პანელიდან გადაინაცვლებს დაწყვილებულ განცხადებათა პანელზე [ეს შესაძლებელია მოხდეს თქვენ მიერ განცხადების შექმნის მომენტშივე], ამავდროულად თქვენ მიერ რეგისტრირებული ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას დაწყვილებული რაოდენობისა და დაწყვილების ფასის შესახებ, ასევე ლინკს პლატფორმა „ელექტრას“ მომსახურების საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. დაწყვილებული/დაკმაყოფილებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე მოცემულია სარჩევში, „ჩემი განცხადებების არქივი“-ს პანელზე, სათანადო სტატუსის მითითებით.
პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურების ანაზღაურება
პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება თითოეული მომხმარებლის მიერ მათ მიერ ატვირთული განცხადების დაწყვილების შემდეგ. ელექტროენერგიის გაყიდვის და ყიდვის განცხადებების დაწყვილების შემდეგ, განცხადებების ავტორებს მისდით შეტყობინება პლატფორმა „ელექტრა“-ს მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც შეიცავს სპეციალურ ლინკს შესაბამისი ინვოისზე გადასვლის მიზნით. დაწყვილებული განცხადების ერთ-ერთი ავტორის მიერ ინვოისით გათვალისწინებული თანხის სრულყოფილად ანაზღაურების შემდეგ, მასთან მიდის შეტყობინება, რომლითაც დასტურდება მის მიერ მომსახურების ანაზღაურების ფაქტი და ასევე ეცნობება, რომ მასთან დაწყვილებული განცხადების ავტორის მიერ მომსახურების თავისი ნაწილის გადახდის შემდეგ მას გაეგზავნება დაწყვილებული განცხადების ავტორის რეკვიზიტები ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. პარალელურად, დაწყვილებული განცხადების ერთ-ერთი ავტორის მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემდეგ, მეორე განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება, რომლითაც ეცნობება, რომ მისი მეწყვილის მიერ უკვე ანაზღაურებულია მომსახურების საფასური და პროცესის გაგრძელების მიზნით საჭიროა მის მიერაც დადგენილ ვადაში განხორციელდეს მომსახურების თავისი ნაწილის სრულყოფილად გადახდა.
დაწყვილებული განცხადებების ორივე ავტორის (ელექტროენერგიის გამყიდველი და მყიდველი) მიერ მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემდეგ მათ ეგზავნებათ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დაწყვილებული განცხადების პირობების შესაბამისად გააფორმონ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
იმ შემთხვევაში, თუ ორივე ან ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ არ განხორციელდება მომსახურების საფასურის ანაზღაურება დადგენილ ვადაში (სამი სამუშაო დღე) და დადგენილი ოდენობით (ინვოისში მითითებული მოცულობის შესაბამისად) დაწყვილებული განცხადებები უქმდება, ხოლო გადახდილი მომსახურების საფასური (იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთმა მომხარებელმა გადაიხადა საფასური) უბრუნდება გადამხდელს.